LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტმა ახალ რომანზე კომენტარი გააკეთა

6768
21261102-0-image-a-74-1574277307723

ზუსტად სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლიმ სასამართლოში ბრედთან განქორწილებაზე განცხადება შეიტანა, თუმცა, წყვილის განქორწინების საკითხი დღესაც არ არის მოგვარებული. ტაბლოდები იუწყებიან, რომ ორივე მსახიობს დამოუკიდებელი პირადი ცხოვრება აქვთ. უკვე სამი წელია ბრედ პიტის ახალ რომანებს საზოგადოება აქტიურად განიხილავს.

უკანასკნელი მონაცემებით 55 წლის ბრედ პიტი 30 წლის მსახიობ ალია შოკატს ხვდება, ეს ფაქტი კი საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელიცაა.

ბრედ პიტი ახალ რჩეულთან ერთად ისევ გამოიჭირეს (ფოტო)

პიტი და შოკატი პაპარაცების ობიექტივში ჯერ კიდევ არენაზე შესვლისას მოხვდნენ

თუმცა მსახიობი საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაუჯერონ ყველაფერს. New York Times-თან ინტერვიუში ბრედ პიტმა პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

,,არც კი ვიცი უკანასკნელი წლების განმავლობაში ტაბლოიდებმა რამდენ ქალბატონთან დამაწყვილეს, თუმცა შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება“, – აცხადებ 55 წლის ვარსკვლავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები