LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოცარი შესაძლებლობა ,,ჰარი პოტერის” ფანებს – ჰოგვორტსში ცხოვრება უკვე შესაძლებელია

279
harry-potter-movies-on-netflix

საოცარი სიურპრიზი „ჰარი პოტერის“ ჭეშმარიტ გულშემატკივრებს – ოცნებები ხდება, ჰოგვორტსში ცხოვრება უკვე შესაძლებელია. ,,ჰარი პოტერის” ფანებს ჯადოქრობის სკოლაში ჩასვლის და ცხოვრების შანსი მიეცეათ.

საქმე ისაა, რომ ინგლისში იყიდება შენობა, სადაც ფილმის სერიები გადაიღეს. სასახლე ლონდონიდან სულ რაღაც 24 კილომეტრში მდებარეობს და მისი ფართი 210 კვადრატული მეტრია. მანამდე შენობა დაკეტილი იყო და მხოლოდ გადაღებებისთვის გამოიყენებოდა, ახლა კი ის სახლად გადაკეთდა. ტაბლოიდები ვარაუდობენ, რომ სახლი საბოლოოდ სასტუმროდ გარდაიქმნება და მასში ცხოვრება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.

1903 წელს აშენებულ შენობაში ოთხი საძინებელი, ორი საკონფერენციო დარბაზი და უამრავი დამხმარე შენობა ნაგებობაა. მისი ფასი კი 1,1 მილიონი ფუნტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები