LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამსუნგი“ Google-სთვის, Xiaomi-სთვისა და Oppo-სთვის კეცვად ეკრანებს დაამზადებს

56
page

„სამსუნგი“ კეცვად ეკრანებს Google-სთვის, Xiaomi-სთვისა და Oppo-სთვის დაამზადებს. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Xiaomi-ს წიგნის ფორმის ეკრანი სურს. ეკრანი გაშლილ მდგომარეობაში დაახლოებით 8 ინჩი იქნება. Google-ს 7,6 ინჩიანი OLED ეკრანების მიღება სურს, Oppo-სთვის კი გარე ეკრანი 1,5 ინჩიდან 2 ინჩმადე იმერყევებს.

აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურდა დადასტურებული არ არის, თუმცა თუკი ეს ვარაუდი გამართლდა, კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ სამხრეთ კორეის ერთ-ერთი უმსხვილესი სამრეწველო კონცერნი „სამსუნგი“  მსოფლიოში უპირველესი კომპანიაა და მას კონკურენტი არ ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები