LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამი უძლიერესი ფილმი პენელოპა კრუსის მონაწილეობით, რომელიც ეკრანებზე 2022 წელს გამოდის

784
penelopa

2022 წელს მაყურებელი პენელოპა კრუსის მონაწილეობით ერთდროულად სამ ფილმს ნახავს. სამივე მათგანს კინოკრიტიკოსები უკვე აძლევენ მაღალ შეფასებასა და თვლიან, რომ 2022 წელი პენესთვის საუკეთესო იქნება.

ფოტო: პენელოპა კრუსის ტრიუმფი „ვენეციის კინოფესტივალზე“ და გამარჯვებულების სია

პირველი ამ სამეულში გახლავთ პედრო ალმადოვარის „პარალელური დედები“. ფილმი 2021 წელს „ვენეციის კინოფესტივალზე“ აჩვენეს და მან უდიდესი ფურორი მოახდინა. ფილმი ორი ქალის ისტორიას გვიყვება, რომელიც ერთმანეთს სამშობიარო სახლში ხვდებიან. გარდა იმისა, რომ ალმადოვარი ახალი ფილმი, დედებისა და შვილების გასაოცარ კავშირზე გვიყვება, ის ასევე სვამს მარადიულ კითხვას, რა არის იდეალური ოჯახური ცხოვრების საიდუმლო.

,,ვენეციის კინოფესტივალს” ალმოდოვარის ახალი ფილმი „პარალელური დედები“ გახსნის

მეორე ამ ჩამონათვალში გახლავთ საიმონ კინბერგის ჯაშუშური დრამა „კოდი 355“, სადაც პენელოპას პარტნიორობას უწევენ ჯესიკა ჩესტეინი, ლუპიტა ნიონგო  და დაიან კრიუგერი. ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომელი ქალების ამბავს გვიყვება, რომლებიც ერთიანდებიან, რათა მასიური განადგურების იარაღის წარმოება შეაჩერონ.

ფოტო: ესპანური სილამაზე შეზავებული ფრანგული გლამურით – პენელოპა კრუსი „შანელის“ ტყავის ორეულით

„ზღვარზე“, ასე ჰქვია ესპანეთისა და ბელგიის ერთობლივ პროდუქციას, რომელიც რეჟისორმა ხუან დიეგო ბოტომ გადაიღო. ეს გახლავთ ერთ დღეს განვითარებული ისტორიების კრებული, რომელიც ბოლოს, ლოგიკური ჯაჭვით იკვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები