სიმღერა, რომელმაც ეპოქა შექმნა და დროს გაუძლო – ეს ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეულის, „ბითლზის“ ნამუშევარი Yesterday-ია. კომპოზიცია, რომლესაც ცნება „გუშინ“ არ გააჩნია, ის იმდენად დიდია, რომ შექმნილია ნებისმიერი ეპოქისა თუ თაობისთვის. ალბათ წარმოუდგენელია, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული სიმღერის სახელწოდება თავდაპირველად „ათქვეფილი კვერცხები“ (Scrambled Eggs) იყო, ჯონ ლენონი კი კომპოზიციის საბოლოო ტექსტს უაზროდ მიიჩნევდა. სწორედ ამ კომპოზიციაში მოხდა პირველად, თანამედროვე მუსიკის ისტორიაში, სიმებიანი ორკესტრის კვარტეტის გამოყენება, ეს არის ნამუშევარი, რომლის უკანაც უამრავი საინტერესო ფაქტი იმალება.

ფორტუნა კომპოზიცია Yesterday-ის შესახებ საინტერესო და უცნობ ფაქტებს გთავაზობთ:

  • კომპოზიცია შესულია 1965 წელს გამოშვებულ ალბომში, Help!
  • პირველად, თანამედროვე მუსიკის ისტორიაში, სიმღერაში  სიმებიანი ორკესტრის კვარტეტია გამოყენებული.
  • არსებობს მისი 2200-ზე მეტი ვერსია, კომპოზიცია მსოფლიოში ინტერპრეტაციების მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა.
  • 1999 წელს, მუსიკის ექსპერტებმა ნამუშვარი XX საუკუნის საუკეთესო სიმღერად დაასახელეს. MTV-მ და ჟურნალმა Rolling Stone ის ყველა დროის #1 პოპულარულ სიმღერად დაასახელეს.
  • 1980 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ლენონმა სიმღერის ტექსტს უაზრო უწოდა: „ტექსტი უაზროა, თუკი მთელ სიმღერას გადახედავთ, ის აზრს დაკარგავს, მაგრამ მელოდიას მაინც უხდება“.
  • მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა პოლ მაკკარტნის ეკუთვნის, ავტორებში პირველი ჯონ ლენონია მოხსენიებული. 2000 წელს, პოლი ლენონის ქვრივთან, იოკო ონოსთან თხოვნით მივიდა, ავტორების თანმიმდევრობა შეეცვალათ, თუმცა მისგან მტკიცე უარი მიიღო.
  • პოლს მელოდია  სიზმარში ჩაესმა, როდესაც თავისი შეყვარებულის, ჯეინ ეშერის სახლში სტუმრად იმყოფებოდა. ის გაღვიძებისთანავე მიუჯდა ინსტრუმნტს და მელოდია სწრაფად ააწყო, რათა არ დავიწყებოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ რომელიმე ცნობილი ნამუშევრის მელოდია მოისმინა. ერთი თვის განმავლობაში პოლი გამოკითხვას ატარებდა, ჰქონდა თუ არა მანამდე ვინმეს ის მოსმენილი.
  • პოლი ჯგუფის ერთადერთი წევრია, რომელიც  სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობდა.
  • ერთ-ერთ ინტერვიუში ლეგენდარულმა ჩაკ ბერიმ, განაცხადა, რომ ისურვებდა, Yesterday მის მიერ  ყოფილიყო დაწერილი. კომპოზიციის საკუთარი ვერსია ბობ დილანმაც ჩაწერათუმცა ვერსია ოფიციალურად არ გამოცემულა.
  • დღემდე, როდესაც პოლი აღნიშნულ სიმღერას ასრულებს, გიტარას მუდამ ერთსა და იმავე ტონალობაზე აწყობს.
  • ჯგუფის შემოქმედებაში აღნიშნული ნამუშევარი პირველია, რომელმაც უფროსი თაობის ყურადღება მიიპყრო, მანადმე კოლექტივს მხოლოდ ახალგაზრდები უსმენდნენ.
  • და ბოლოს, ჯონ ლეონონმა სიმღერის შესახებ განაცხადა: „პოლმა დიდებული სიმღერა დაწერა, Yesterday – ეს შესანიშნავი კომპოზიციაა, თუმცა მე მისი ავტორობა არასდროს მსურდა, რადგან მე გუშინდელი დღის არ მწამს“.

 

კატეგორიები: TOP 10 შოუბიზნესი

მსგავსი თემები