მსოფლიოს უამრავმა ცნობილმა სახემ კორონავირუსთან საბრძოლველად თანხები უკვე გაიღო. მათ შორის ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან: დოლჩე და გაბანა, ჯორჯო არმანი, ბლეიკ ლაივლი და მისი მეუღლე, რაიან რეინოლდსი. სულ ცოტა ხნის წინ კი „ნეტფლიქსმა“ კორონავირუსის გამო, უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლებისთვის 100 მილიონი დოლარი გამოყო.

ასეთ გულუხვ ვარსკვლავებს ბარბადოსელი ლამაზმანი რიანაც შუერთდა. 32 წლის მომღერალმა საკუთარი საქველმოქმედო ფონდიდან 5 მილიონი დოლარი გამოყო, ეს თანხა COVID-19-თან ბრძოლაში ჩაბმულ ორგანიზაციებს მოხმარდება.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05