LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ მაკკარტნიდან დრეიკამდე – რიანას საუკეთესო ტოპ-5 კოლაბორაცია (ფოტო)

124
page

ბარბადოსელი ლამაზმანი თაყვანისმცემლებს თავისი განსხვავებული პერფორმანსებით 2003 წლიდან ანებივრებს, სწორედ 17 წელი გრძელდება რიანას კარიერა და ის უამრავ დასამახსოვრებელ პერფორმანსს, ვიდეოკლიპს, კომპოზიციას, საინტერესო კოლაბორაციასა და არაერთ სერიოზულ მუსიკალურ ჯილდოს მოიცავს.

,,ფორტუნა პლუსი” რიანას ტოპ-5 ჰიპ-ჰოპ კოლაბორაციას გთავაზობთ, რომელშიც 31 წლის მომღერალს პატნიორობას ისეთი არტისტები უწევენ, როგორებიც არიან, ჯეიზი, დრეიკი, კანიე უესტი, ემინები და პოლ მაკარტნი.

5.  ფოლკ-პოპ და სოულ კომპოზიცია, FourFiveSeconds, სადაც რიანას პარტნიორობას ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი კანიე უესტი და ბრიტანელი, ლეგენდარული მომღერალი პოლ მაკკარტნი უწევენ. სიმღერა 2015 წელს გამოვიდა და ბილბორის ჩარტებში ერთპოროვნული ლიდერობა მოიპოვა.

4. Love the Way You Lie – კომპოზიცია ემინემის მე-7 სტუდიურ ალბომშია Recovery შესული. კომპოზიცია ჯიპ-ჰოპ ბალადად ითვლება. ის რეპერის ყველაზე გაყიდვად სინგლადაა მიჩნეული, სიმღერა გრემის ჯლდოს მფლობელიცაა.

3. რიანას მე-7 სტუდიურ ალბომში Good Girl Gone Bad შესული პოპ-არენბი კომპოზიცია Umbrella, რომელაც ბარბადოსელ მომღერალს უსაზღვრო პოპულარობა მოუტანა. ბევრმა არ იცის, რომ აღნიშნული კომპოზიციის ავტორი ბრიტნი სპირსია, თუმცა აღნიშნული ვერსია თავად ჯეიზიმ დაამუშავა. ჟურნალ „როლინგ სტოუნს“ ცნობით, სიმღერა 2007 წლის საუკეთესო კომპოზიციად დასახელდა.

2. კომპოზიცია სახელწოდებით All of the Lights, რომელიც 2016 წელს ჩოგბურთელ სერენა უილიამსის კომერცულ ვიდეოკლიპში იქნა გამოყენებული. კანიე უესტისა და რიანას დუეტმა საუკეთესო კოლაბორაციის ტიტული მოიპოვა და გრემის ჯილდოც დაიმსახურა.

1. კანადელი რეპერი დრეიკისა და რიანას  რომანტიკული კოლაბორაცია, სიმღერით What’s My Name, რომელმაც ბილბორდის ჩარტებში მოწინავე პოზიცია დაიკავა, კოლაბორაცია საუკეთესოდ ცნეს და ის გრემის ჯილდოს მფლობელიც გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები