LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლანეტის ყველაზე პოპულარული არტისტი – The Weeknd „გინესის წიგნში“ შეიყვანეს

325
Untitledtrtrtr

33 წლის კანადელი არტისტი, The Weeknd „გინესის“ რეკორდების წიგნში ოფიციალურად შეიყვანეს. მან პლანეტის ყველაზე პოპულარული არტისტის წოდება მოიპოვა.

აბელ ტესფაიემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მან Spotify ზე 111,4 მილიონი მოსმენა დააგროვა. მეტიც, მისი 2020 წელს გამოშვებული სიმღერა, Blinding Lights ამ დრომდე ყველაზე პოპულარულ ტრეკად ითვლება. მას უკვე 3,47 მილიარდმა ადამიანმა მოუსმინა.

Spotify-ზე ყველაზე პოპულარული სიმღერა The Weeknd-ის Blinding Lights გახდა – ნახეთ სრული სია

ცნობისთვის, არტისტმა ბედი კინემატოგრაფიაშიც სცადა,The Weeknd  ახალ სერიალში, The Idol გამოჩნდება. HBO-ს პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო. მისი რეჟისორი Euphoria-ს შემქმნელი სემ ლევინსონია. აღსანიშნავია, რომ ის მსახიობის გარდა შოუს ერთ-ერთი სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება. ეს მომღერლის პირველი სერიოზული როლია.

The Weeknd-მა „ავატარისთვის“ საუნდტრეკი შექმნა – ნახეთ არტისტის „ინსტაგრამ“ პოსტი

The Weeknd და ლილი-როუზ დეპი HBO-ს ახალ სერიალში The Idol – ნახეთ „თრეილერი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები