LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პინკის ახალ კლიპში მისი ქმარი მონაწილეობს (ვიდეო)

197
pink-wrabel-90-days-mv-2019-billboard-1548

პინკმა Wrabel-თან დუეტი გამოუშვა. 90 Days – ასე ჰქვია სინგლს, რომლის ემოციური ვიდეო ამერიკელი მომღერლის ელენ დეჯენერისთან სტუმრობის კადრებით იწყება.

აღსანიშნავია, რომ 39 წლის შემსრულებლის ერთ-ერთი მოცეკვავის, რემი ბაკერის რეჟისორობით გადაღებულ მუსიკალურ რგოლში, არტისტის მეუღლე, კერი ჰარტი მონაწილეობს.

სიმღერა პინკის ახალ, მერვე სტუდიურ ალბომში – Hurts 2B Human შედის, რომელიც 26 აპრილს გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ პინკმა და კერი ჰარტმა 2006 წლის 7 იანვარს იქორწინეს. ისინი ქალიშვილის, უილოუ სეიჯისა და ვაჟის, ჯეიმსონ მუნის მშობლები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები