LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეტიცია ემბერ ჰერდის წინააღმდეგ – ინტერნეტმომხმარებლები მსახიობის ,,აქუამენის” გაგრძელებიდან მოხსნას ითხოვენ

255
EUgtAwqpqlReRXV-800x450-noPad

ემბერ ჰერდის წინააღმდეგ, სასამართლოში ახალი საქმე აღიძრა. ჯონი დეპის განცხადებით, ექს-მეუღლე მას ფიზიკურად არაერთხელ გაუსწორდა.

ცნობილია, რომ ამერიკელმა მსახიობმა სასამართლოს მტკიცებულებებიც წარუდგინა და სათვალთვალო კამერით გადაღებული 87 ვიდეო გადასცა, რომლებშიც მისი ყოფილი ცოლის აგრესიული ქცევაა ასახული.

,,ჯეკ ბეღურამ” ვიდეომტკიცებულებები იმ სარჩელთან დაკავშირებით წარადგინა, რომელიც მარტის დასაწყისში ,,მერამ” მის წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა. სწორედ ამ მოტივით, ისიც წინამდებარე სარჩელის მსგავსად, თავს ძალადობის მსხვერპლად თვის და კომპენსაციის სახით, 50 მილიონ დოლარს ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტით აღშფოთებულმა ინტერნეტმომხმარებელმა, ჟან ლარსონმა ქსელში პეტიცია გამოაქვეყნა, სადაც ის ჰერდის ,,აქუამენის” გაგრძელებიდან მოხსნას ითხოვს.

პეტიცია 5000 ხელმოწერას საჭიროებს, საიდანაც ამ დროისთვის 2,663 უკვე შეგროვდა.

შეგახსენებთ, რომ ემბერ ჰერდი და ჯონი დეპი ოფიციალურად 2017 წლის იანვარში განქორწინდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები