LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” მხატვრულ ფილმად გამოვა

hunchback-of-notre-dame

გავრცელებული ინფორმაციით, ,,დისნეი” ანიმაციას კვაზიმოდოს შესახებ მხატვრულ ფილმად გადაიღებს. საუბრობენ, რომ სცენარს კინოსურათისთვის დევიდ ჰენრი უანი დაწერს, მუსიკალურ ნაწილზე კი კვლავ ალან მენკენი და სტივენ შვარცი იზრუნებენ.

ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყებს კომპანია ფილმზე მუშაობას, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ უახლოეს მომავალში დიდ ეკრანებზე ისეთ ადაპტაციებს ვიხილავთ, როგორებიც: ,,ალადინი”, ,,მეფე ლომი” და ,,დამბოა”, სავარაუდოდ ლოდინი დიდხანს მოგვიწევს.

შეგახსენებთ, რომ ,,დისნეის” რიგით 34-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით 325 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, 1996 წელს გამოვიდა. ნამუშევარი ვიქტორ ჰიუგოს რომანს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” ეფუძნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები