„ნეტფლიქსმა“​ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების წინააღმდეგ ,,ბრძოლაში”, ვინც არღვევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და არ იცავს კარანტინის ან თვითიზოლაციის წესებს. მიზნის მისაღწევად „ნეტფლიქსმა“​ საკმაოდ კრეატიულ ხერხს მიმართა. ამერიკული არხი კარანტინის ან თვითიზოლაციის დამრღვევებს საყვარელი სერიალების დასპოილერებით დაემუქრა. სხვადახვა პოპულარული სერიალის სპოილერების ამსახველი ბილბორდები

საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილას შეიძლება აღმოაჩინოთ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი უეცრად ბილბორდზე თქვენი საყვარელი სერიალის დასასრულს დაინახავთ… „ნეტფლიქსმა“​ თავისი მომხმარებელი აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური ვიდეორგოლის საშუალებით გააფრთხილა. ,,თუ ვირუსი ვერ გაიძულებს, დარჩე სახლში, ამას სპოილერი იზამს” – ნათქვამია ვიდეორგოლის ბოლოს.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05