LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასა 35 000 დოლარას გადაუხდის მას, ვინც მთვარეზე მომუშავე ტუალეტს შექმნის

148
200626154431-lunar-loo-exlarge-169

ნასა 2024 წლის მისიისთვის მზადება აქტიურად დაიწყო და ერთი მთავარი პრობლემაც გამოიკვეთა. ასტრონავტებს დავალების შესრულების დროს ტუალეტის გამოყენება აუცილებლად დასჭირდებათ.

დედამიწის თანამგზავრზე ქალიც გაემგზავრება, ამიტომ ტუალეტი ორივე სქესის წარმომადგენელზე უნდა იყოს მორგებული. ამასთან, ნულოვანი გრავიტაციის საკითხიც არ უნდა დაავიწყდეთ. ტუალეტს 14 დღის განმავლობაში გამოიყენებენ და მისი გასუფთავება ძალიან მარტივი უნდა იყოს.

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ საუკეთესო იდეისთვის საკმაოდ სოლიდური ჯილდო – 35 ათასი დოლარი დააწესა. უფრო ზუსტად, ეს თანხა ლიდერთა სამეულზე გადანაწილდება, გამარჯვებული დიზაინის ავტორი 20 ათასს დოლარს მიიღებს, მეორე ადგილს – 10 ათასი შეხვდება, მესამეს კი – 5 000.

პროექტების მიღება უკვე დაიწყო და ბოლო ვადა 17 აგვისტოა. გამარჯვებულები კი ოქტომბერში გამოვლინდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები