LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაომი კემპბელი პოდიუმიდან წასვლის შესახებ

183
safe-image

22 მაისს ლეგენდარულ ტოპ-მოდელს, ნაომი კემპბელს 50 წელი უსრულდება. თუკი ეპიდემია არ დასტაბილურდება, ვარსკვლავი იუბილეს თვითიზოლაციაში აღნიშნავს, თუმცა ეს მისთვის პრობლემას არ წარმოდგენს.

ნაომი თვლის, რომ კორონავირუსი მთელ მსოფლიოს შეცვლის და შესაცვლელად თავადაც მზადაა, ის აპირებს გაცილებით მეტი ყურადღება ჯანმრთელობასა და ეკოლოგიაზე ზრუნვას დაუთმოს.

„მე ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, პოდიუმიდან მაშინ წავალ, როცა ეს მომინდება, თუმცა, მე შეცვლას არ ვაპირებ და მუდამ ასეთი ვიქნები“, – აცხადებს 49 წლის მოდელი.

შეგახსენებთ, კემპბელი პირველად ეკრანებზე 7 წლის ასაკში, ბობ მარლის კლიპში Is This Love გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები