ჯეისონ სტეტჰემსა და რეჟისორ გაი რიჩს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. მათ ერთად უმუშავიათ ფილმებზე „დიდი კუში“, „ბანქო, ფული, ორი ლულა“ და „რევოლვერი“. მალე კი მათ ერთობლივ მეოთხე ფილმს ვიხილავთ.

ინსაიდერების თქმით, ფილმი 2004 წლის ფრანგული ფილმის „ინკასატორის“ სიუჟეტზე იქნება დაფუძნებული. ჯეისონ სტეტჰემი კი  ინკასაციის სამსახურის თანამშრომლის როლში მოგვევლინება.

„მოუთმენლად ველი ჯეისონთან მუშაობას, სანამ მუხლებმა არ უმტყუნა“, – განაცხადა გაი რიჩმა

 

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები