LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მონიკას ასლია“ – ვენსან კასელი ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს

944
page

რამდენიმე დღის წინ, ვარსკვლავური წყვლის, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილს, დევა კასელს 16 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ვენსანმა „ინსტაგრამზე“ ქალიშვილთან ერთად გადაღებული, შავ-თეთრი ფოტო გაავრცელა.

„იუბილეს გილოცავ ჩემო საყვარელო“, – წერს ვენსანი.  ფოტომ ინტერნეტი ააფეთქა, ის მართლაც საოცრად ამაღელვებელია.

„მონიკას ასლია“, „როგორ ჰგავს დედას“, –  წერენ კომენტარებში.

https://www.instagram.com/p/CFBx2_kqdwy/

შეგახსენებთ, სულ ცოტა ხნის წინ იტალიაში, კომოს ტბაზე „დოლჩე და გაბანას“ სარეკლამო კამპანიისთვის გადაღებები მიმდინარეობდა. გადაღებების მთავარი გმირი სწორედ დევა გახდა. ამის შემდეგ კი ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში შეყვარებული პირველად გამოაჩინა. როგორც ირკვევა, დევას გულისწორი, მოდელი ლუკა სალანდრაა. ისინი ერთმანეთს 6 თვეა რაც ხვდებიან.

ფოტო: ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის 15 წლის ქალიშვილმა, დევამ შეყვარებული გამოაჩინა

როგორც ირკვევა, დევას გულისწორი, მოდელი ლუკა სალანდრაა. ისინი ერთმანეთს 6 თვეა რაც ხვდებიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები