ამ დღეებში, პაპარაცებმა მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს.

იმ ფონზე, როცა ბოლო დროს ისინი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში შვილებთან ერთად ჩნდებოდნენ, ამჯერად ვარსკვლავური წყვილი ფოტოგრაფების ობიექტივში მათ გარეშე მოხვდა.

საინტერესოა, რომ 41 წლის ჰოლივუდელი მამიკო პუბლიკის წინაშე ახალი იმიჯით წარდგა. ინტერნეტმომხმარებლების მახვილ თვალს მისი ულვაში არ გამოჰპარვია.

გაირკვა, რომ ამერიკელი მსახიობები სკოლამდელი ასაკის დაწესებულებას სტუმრობდნენ, სადაც მათი ქალიშვილისთვის სასწავლო პროგრამას გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში, უაიეტს 5 წელი უსრულდება, ეს კი სწორედ ის ასაკია, როცა აშშ-სა და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში ბავშვებს სასკოლოდ ამზადებენ.

შეგახსენებთ, რომ მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი 2015 წლის ივლისში დაქორწინდნენ. ისინი ასევე 2 წლის დიმიტრის მშობლები არიან.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები