მძაფრსიუჟეტიანი ფილმების  მოყვარულთათვის კარგი ინფორმაცია გვაქვს, მას შემდეგ, რაც რეჟისორის, გაი რიჩის „ალადინის“ რიმეიქის ხმაურიანი დებიუტი შედგა, რეჟისორი თავის ჩვეულ ამპლუას უბრუნდება, მალე მის კლასიკურ, მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვიხილავთ.

 

ახალ ფილმში მოვლენების ეპიცენტრში ამერიკელი ემიგრანტი მიკი პირსონი (მეთიუ მაკკონაჰი) იმყოფება, რომელმაც ლონდონში მრავალ მილიონიანი იმპერია მარიხუანას ბიზნესის საშუალებით შექმნა. მის გარშემო შეთქმულებები ეწყობა და მას ბიზნესის წართმევით ემუქრებიან.

ტრადიციულად, რეჟისორმა ვარსკვლავური ნაკრები შექმნა, მეთიუ მაკკონაჰის გარდა, ფილმში ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც არიან ჰიუ გრანტი, კოლინ ფარელიჩარლი ჰანემი, ჰენრი ჰოლდინგი და ჯერემი სტრონგი.

კინოპრემიერა 2020 წლის 24 იანვარსაა ჩანიშნული.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05