LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მეც მაქვს სარკე” – ჯესი ჯეი ცელულიტზე კრიტიკას პასუხობს (ფოტო)

369
11313972-0-image-a-25_1553244528222

,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული ფოტო, რომელზეც ჯესი ჯეი უმაკიაჟოდ, შავი ბიკინით პოზირებს და სადილობს, ინტერნეტმომხმარებლების განხილვის თემად იქცა.

მართალია, ინგლისელი შემსრულებელის პიკანტური სურათი მის ბოიფრენდს,  ჩენინგ ტატუმს მოეწონა, თუმცა გაირკვა, რომ საზოგადოება სხვაგვარად ფიქრობს.

ქსელში აქტიურად განიხილავენ მომღერლის ცელულიტებს.

როგორც ჩანს, ბოროტმა ხმებმა 30 წლის ვარსკვლავამდეც მიაღწიეს, რადგან ჯენა დუეინის ექს-მეუღლის ახალმა მეგობარმა გოგონამ ამავე ლუქის ახალი ფოტო გამოაქვეყნა.

,,ჩემი სხეული – ჩემი განწყობაა, ასე რომ მათთვის, ვინც ამბობს, რომ ცელულიტი მაქვს – ვიცი. მეც მაქვს სარკე. ??”, – ასე გამოეხმაურა ჯესი ჯეი მავანთა ისტერიკას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები