ჯერ კიდევ თებერვალში, საზოგადოება „მატრიცა 4“-ის გადაღებებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ფილმის მთავარი მოქმედი გმირი, კიანუ რივზი პაპარაცების ობიექტივში არაერთხელ მოექცა.

საკულტო ფილმის გადაღებების დასრულებას უამრავი ადამიანი დიდი ინტერესით ელოდა, თუმცა, კორონავირუსის პანდემიამ კინემატოგრაფია დააპაუზა.

სულ ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ Warner Bros „მატრიცას 4“-ის გადაღებებს ივლისში განაახლებს. მსახიობებმა დამატებითი 8 კვირის შესახებ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, „მატრიცა 4-ის“ პრემიერა 2021 წელს შედგება.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები