LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მას ცოლად არასდროს გავყვებოდი“ – შარლიზ ტერონი შონ პენთან რომანის დეტალებზე ალაპარაკდა

468
safe-image

როგორც ცნობილია, შარლიზ ტერონი და შონ პენი ერთმანეთს 2 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. მათი განშორება კი ორივეს გადაწვეტილება იყო. ტაბლოიდები ირწმუნებოდნენ, რომ მათ ყველასგან მალულად იქორწინეს.

სულ ცოტა ხნის წინ, ამ საკითხე შარლიზ ტერონმა SiriusXM’s-ის ტელევიზიაში ისაუბრა და ყოველივე ეს უარჰყო.

„არა, მე მასზე გათხოვება არასდროს მინდოდა,  მას ცოლად არასდროს გავყვებოდი, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვხვდებოდით და ჩვენი ურთიერთობა წინ არ მიდიოდა“– განაცხადა 44 წლის ტერონმა.

შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს შარლიზი ქორწინებაზე, მსახიობმა უპასუხა:

„გათხოვება არასდროს მინდოდა, მარტო არასდროს ვარ და არც მარტოსულად მიგრძვნია თავი. დროდადრო პაემნებზე სიარული მომწონს, თუმცა, გათხოვება? – არა, ამისთვის უკვე მოხუცი ვარ“,  – დაამატა ვარსკვლავმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები