LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამაჩემი იოკოს გამო, ჩემი ცხოვრებიდან გაუჩინარდა“ – ჯონ ლენონის შვილის ბრალდება იოკო ონოს

770
John-Lennon-May-Pang-Julian-Lennon-1248154

„ყველა ლეგენდარული მამაკაცის უკან, ლეგენდარული ქალი დგას“ – და მართლაც, ლეგენდარული ჯონ ლენონის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა, მისმა მეორე ნახევარმა, იოკო ონომ იქონია.

„ბიტლომანების“ უმეტესობას იოკო ონო სძულს და მას საშინელი გავლენის მქონე ადამიანად მიიჩნევს, რომელმაც ლივერპულელი ოთხეული დაშალა. თუმცა, დაგვეთანხმებით, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს, რომ არა The Beatles-ის დაშლა, ვერ შეიქმნებოდა ჯონისა და იოკოს  ჯგუფი, Plastic Ono Band.

თუმცა, როგორც ჩანს, იოკო ონოს მხოლოდ The Beatles-ს დაშლა არ ბრალდება. ჯონ ლენონის შვილმა ჯულიანმა ჟურნალ Asian One-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მამამ ის იოკოს გამო მიატოვა.

„მამაჩემი იოკოს გამო, ჩემი ცხოვრებიდან გაუჩინარდა, მას და იოკოს სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მან მე და დედა მიგვყარა, ვცდილობ ჯონს ვაპატიო, მაგრამ დედაზე მეტად სამყაროში არავინ მყვარებია  და ვერ ვივიწყებ, ცუდად რომ მოექცა“, –  აცხადებს  ჯულიან ლენონი. მისი თქმით, ჯონი გარდაცვალებამდე ცდილობდა ოჯახთან ურთიერთობის აღდგენას, თუმცა ვერ მოასწრო.

შეგახსენებთ, სწორედ ჯულიანს მიეძღვნა The Beatles-ს ლეგენდარული კომპოზიცია, Hey Jude.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები