LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიამ ჰემსვორტის და მისი ახალი შეყვარებულის ცეცხლოვანი ფოტოები სანაპიროდან

547
safe-image

და აი, მიტოვებული ლიამ ჰემსვორტის პირად ცხოვრებაში მზემ გამოანათა. ზუსტად 5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ლიამი და მაილი საირუსი ერთმანეთს დაშორდნენ, მაილიმ უფრო მალე იპოვა მორიგი საკბილო, ავსტრალიელი მომღერლის, კოდი სიმპსონის სახით, ლიამი კი საბოლოოდ ჩამოყალიბდა საკუთარ არჩევანში. 30 წლის მსახიობი 23 წლის გაბრიელა ბრუკს ხვდება.

მაილი საირუსის და კოდი სიმპსონის  სუპერ ლუქი და ცეცხლოვანი კოცნა (ფოტო/ვიდეო)

ტყავის, შავი ქურთუკები, ჯაჭვები, ტყავის შარვალი და უამრავი აქსესუარი -  წყვილმა ბილი აიდოლისა და პერი ლისტერის კოსტიუმები მოირგო

სულ ცოტა ხნის წინ, წყვილის ცეცხლოვანი ფოტოები გავრცელდა, ისინი ბაირონ ბეის სანაპიროზე ისვენებენ. ტაბლოიდებმა მოსიყვარულე წყვილი ნაზი კოცნის დროს დააფიქსირეს, ისინი ერთმანეთს საოცრად თბილად და მოსიყვარულედ ექცეოდნენ და პირდაპირ სანაპიროზე კოცნიდნენ და ეხვეოდნენ  ერთმანეთს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები