LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული ჯგუფი Fugees 15 წლის შემდეგ ერთიანდება და მსოფლიო ტურნეს აანონსებს

72
fugees

ლეგენდარული ამერიკული გჯუფი Fugees 15 წლიანი პაუზის შემდეგ ერთიანდება. კოლექტივის გაერთიანების მიზეზი მათი ყველაზე პოპულარული ალბომის, The Score-ის იუბილეა, რომელსაც 25 წელი უსრულდება. სწორედ ამ ალბომმა მოუტანა ჯგუფს საქვეყნო აღიარება.

ოფიციალური ინფორმაცია გაერთიანების შესახებ მუსიკოსებმა, ლორენ ჰილმა, ვაიკლიფ ჟინმა და პრეზ მიშელმა გაავრცელეს.

აქვე ცნობილი ხდება, რომ ჯგუფი მსოფლიო ტურნეს იწყებს. პირველი კონცერტები უკვე ნოემბერ-დეკემბრში გაიმართება.

საინტერესოა, რომ ჯგუფი ალბომის The Score-ის გამოსვლის შემდეგ მალევე დაიშალა. სწორედ ამ ალბომში შესულმა სიმღერებმა ჰიპ ჰოპ კოლექტივს „გრემის“ ნომინაცია და პლატინის ტიტულის მფლობელი ჩანაწერის სახელი მოუტანა. სწორედ ამ ალბომში შედის დღემდე პოპულარული ჰიტები  Ready or Not, Killing Me Softly და Fu-Gee-La.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები