LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგას კონცერტებზე აცეკვებული სელინ დიონი და ამღერებული დაცვა (ვიდეო)

8087510-0-image-a-38_1546521821563

28 დეკემბერს, ლედი გაგამ ლას ვეგასის რეზიდენტის ამპლუაში პირველი კონცერტი გამართა, რომელსაც ლეგენდარული შემსრულებელი სელინ დიონიც დაესწრო. კანადელმა მუსიკოსმა საღამოზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ,,აიწყვიტა” და არაერთ სიმღერასთან ერთად, The Edge of Glory იმღერა.

აღსანიშნავია, რომ 50 წლის ვარსკვლავი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც ეპატაჟური არტისტის პერფორმანსს ჰყვებოდა. ქსელში ინტერნეტმომხმარებლების გადაღებული ვიდეო მოხვდა, სადაც შოუს ერთ-ერთი დაცვის წევრი ჩანს. საინტერესოა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სცენის წინ დგას ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა Beautiful, Dirty, Rich, რომლის შესრულებისას ის ლედის აჰყვა და სოციალური ქსელის დღის გმირიც გახდა.

https://twitter.com/marcjordancohen/status/1080314811794173952?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1080314811794173952&ref_url=https%3A%2F%2Fwww.dailymail.co.uk%2Ffemail%2Farticle-6553341%2FLady-Gagas-Las-Vegas-residency-Security-guard-goes-viral-mouthing-lyrics-song.html

შეგახსენებთ, რომ პროექტი Lady Gaga Enigma სულ 32 შოუს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები