LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე კვლავ 20 წლის ვარ!“ – 86 წლის სოფი ლორენის გულახდილი ინტერვიუ ARP Magazine-ს

412
safe-image

11 წლიანი პაუზის შემდეგ იტალიური კინოს ლეგენდა, 86 წლის სოფი ლორენი ეკრანს დაუბრუნდა. მსახიობმა „ნეტფლიქსის“ ახალ ფილმში, „ცხოვრება წინაა“ მიიღო მონაწილეობა,  რომელის ავტორიც, ლორენის ვაჟი, ედოარდო პონტია. ვარსკვლავი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

სოფი ლორენმა გამოცემა ARP Magazine-ს ინტერვიუს მისცა და განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ 86 წლისაა და თავს კვლავ 20 წლის გოგოდ მიიჩნევს.

„ზოგჯერ, როდესაც ვამბობ, რომ 86 წლის ვარ არ მჯერა ამის, მე ხომ კვლავაც 20 წლის მგონია თავი. მიუხედავად ასაკისა, ყოველთვის არის რაღაც ახალი,  რაც შეგიძლია თქვა და გააკეთო“, – განაცხადა ოსკარისა და ექვსგზის „ოქროს გლობუსის“ მფლობელმა მსახიობმა.

რაც შეეხება ახალ ფილმს, ის რომენ გარის, იგივე ემილ აჟარის რომანის მიხედვითაა გადაღებული, მისი პირველი ეკრანიზაცია 1975 წელს გამოვიდა. ლორენი მადამ როუზის როლს ასრულებს, რომელიც უპატრონო ბავშვებისთვის თავშესაფარს ხსნის. სიუჟეტი როუზისა და 12 წლის სენეგალელი ბიჭის, მომოს ირგვლივ ვითარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები