კრისტინა აგილერა სახელობითი სადებიუტო სტუდიური ალბომის – Christina Aguilera 20 წლის იუბილეს ზეიმობს.

აღსანიშნავია, რომ დისკი, რომლითაც იქს-თინა მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩნდა ისეთ სინგლებს მოიცავს, როგორებიცაა: Genie in a Bottle, What a Girl Wants და Come On Over Baby (All I Want Is You).

ფირფიტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ამერიკელი მომღერალი თაყვანისმცემლებს ბევრ სიურპრიზს, მათ შორის კი – ძველი ჰიტების ახალ ვერსიებს, რემიქსებსა და აკაპელებს ჰპირდება.

შეგახსენებთ, რომ კრისტინა აგილერას პირველი კრებული 1999 წლის 24 აგვისტოს გამოვიდა. ჩანაწერმა მას ,,საუკეთესო ახალი შემსრულებლის” ნომინაციაში, ,,გრემის” პირველი ჯილდო მოუტანა.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები