LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიანუ რივზი საიდუმლოდ დაქორწინდა (ფოტო)

1313
q13r0ubw18CHnYZBVqW-o

თუკი ტაბლოიდებს დავუჯერებთ, 55 წლის კიანუ რივზი და 46 წლის ალექსანდრა გრანტი საიდუმლოდ დაქორწინდნენ. გამოცემა Globe-ს ამის შესახებ რივზის ახლო მეგობარმა შეატყობინა.

რაც შეეხება ხელის თხოვნას, ეს მოხდა კიანუს სახლში, სანთლებისა და ფრენკ სინატრას სიმღერის ფონზე. პასუხიც რა თქმა უნდა დადებითი იყო. თუმცა, თუ სად მოხდა წყვილის ქორწინება, ეს ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

შეგახსენებთ, კიანუ რივზის მეორე ნახევრის გამოჩენამ საზგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ალექსანდრა გრანტის ვიზუალს, შემდეგ კი ის საზოგადოებას 74 წლის ჰელენ მირენი ეგონა.

კიანუ რივზის ახალი შეყვარებული საზოგადოებას 74 წლის ჰელენ მირენი ჰგონია (ფოტო)

როგორც ირკვევა, კიანუს შეყვარებული ალექსანდრა, საზოგადოებას ფიზიკური მსგავსების გამო ჰელენ მირენში ერევა და ყველას ჰგონია, რომ კიანუ რივზი 74 წლის მსახიობს ხვდება

მსახიობისთვის ეს ქორწინება პირველია, ისევე როგორც 45 წლის ალექსანდრა გრანტისთვის.

შეგახსენებნთ, კიანუ რივზს 20 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევაში შეყვარებული, ჯენიფერ საიმი გარდაეცვალა. როგორც ტაბლოიდები აცხადებენ ამ ტრაგედიასთან გამკლავებაში რივზს სწორედ ალექსანდრა დაეხმარა.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები