კორონავირუსის პანდემიის გამო პირბადეების უამრავი საინტერესო დიზაინი ვიხილეთ – ფავორიტი მუსიკალოური ჯგუფების ლოგოები, ფილმის სლოგანები, ჭრელი ფერები და პრინტები, თუმცა, ჯულია რობერტსის ნიღბის დიზაინმა ყველა გადაფარა.
გუშინ, 52 წლის ჯულია მალიბუს ქუჩებში დააფიქსირეს, მას ამერიკის ექს-პრეზიდენტის, ბარაკ ობამას პორტრეტიანი პირბადე ეკეთა. რობერტსმა ამ ჟესტით საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას გაუსვა ხაზი. როგორც ცნობილია, ჯულია ობამების ოჯახის ახლო მეგობარია.