4 აგვისტოს, ბეირუთში მოხდარ აფეთქებას უამრავი ცნობილი სახე გამოეხმაურა. მათ შორის არიან 59 წლის მსახიობი, ჯორჯ კლუნი და მისი 42 წლის მეუღლე, ამალია. წყვილმა საქველმოქმედო ორგანიზაციაში 100 ათასი დოლარი გადარიცხა.

„ჩვენ, ორივე, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბეირუთში მოხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ საქველმოქმედო ფონდში 100 ათას დოლარს ვრიცხავთ და იმედი გვაქვს, რომ სხვა ადამიანებიც დაეხმარებიან ბეურუთის მოსახლეობას“, – ნათქვამია წყვილის ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ,  ამალია კლუნი  წარმოშობით ლიბანიდანაა, ის საკმაოდ ხშრად ეხმარება თავის მემამულეებს, მან ბეირუთში რამდენიმე სკოლა გახსნა და არაერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას უდგას სათავეში.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები