LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯონ უიკის“ მე-4 და მე-5 ნაწილებს ერთმანეთის მიყოლებით გადაიღებენ – პრემიერა კი 2021 წელს შედგება

152
safe-image

ფილმის „ჯონ უიკისა“ და კიანუ რივზის თაყვანისმცემლებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს. სულ ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფილმის მე-4 და მე-5 ნაწილებს ერთმანეთის მიყოლებით გადაიღებენ, ფილმის პრემიერა კი 2021 და 2022 წელს შედგება.

ამის შესახებ კომპანია Lionsgate-ის დირექტორმა, ჯონ ფერთჰაიმერმა კომფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი კიანუ რივზი განთავისუფლდება, გადაღებებიც მაშინვე დაიწყება.

შეგახსენებთ, მძარფსიუჟეტიანი ფილმის პირველი სერია 2015 წელს ვიხილეთ. ფილმის საერთო მოგებამ, 579 მილიონ დოლარს შეადგინა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები