LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯესი ჯეი და ჩენინგ ტატუმი ერთად გადაიღეს (ფოტო)

8993150-0-image-a-58_1548443076516

ჯესი ჯეისა და ჩენინგ ტატუმის რომანი დღემდე მედიის მთავარი განსახილველი თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავურ წყვილს ერთად ყოფნის შესახებ აქამდე საჯაროდ არსად უსაუბრია, პაპარაცებმა მათი ურთიერთობა ამ დღეებში ოფიციალურად დაადასტურეს.

საქმე ისაა, რომ ქსელში 30 წლის მომღერლისა და 38 წლის მსახიობის პირველი ერთობლივი ფოტოები გაავრცელდა. საინტერესოა, რომ ფოტოები ლოს-ანჯელესიდან, მათ ვნებიანი კოცნისას ასახავს.

შეგახსენებთ, რომ ჯესი ჯეისა და ჩენინგ ტატუმის რომანის შესახებ, გასული წლის ოქტომბერში ალაპარაკდნენ. მას შემდეგ, ჯენა დუეინის ექს-მეუღლე ინგლისელი შემსრულებლის კონცერტებზე არაერთხელ დააფიქსირეს. როგორც ჩანს, ისინი გრძნობებს აღარ მალავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები