LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოურენსი თხოვდება – პომპეზური ქორწილის დეტალები (ფოტო)

316
jlaw-v1

29 წლის ჯენიფერ ლოურენსმა და მისმა რჩეულმა კუკ მარონიმ  თავიანთი ურთიერთობა ერთი თვის წინ დააკანონეს, ახლა კი დროა წყვილმა პომპეზური ქორწილი გადაიხადოს.

გლამურული ქორწილი ამ კვირაში, როდ-აილენდზე შედგება, ქორწილს ორგანიზებას ცნობილი ივენთ-მენეჯერი მარკ სიდი გაუწევს.

როგორც ჩანს, წყვილი სტუმრებს ნამდვილ გასტრონომიულ დღესასწაულს მოუწყობს  – ჯინი და ბურბონი, კულინარიული ხელოვნების შედევრები, იშვიათი კერძები და დესერტები, ჯენიფერ ლოურენსი და მისი მეუღლე პომპეზურ ქორწილს გადაიხდიან.

შეგახსენებთ, წყვილი 2018 წლის ზაფხულიდან ხვდება ერთმანეთს, მათ ერთმანეთი საერთო მეგობრის, ლორე სიმპსონის მეშვეობით გაიცნეს, ისინი ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ. გასულ თვეს კი წყვილმა ხელი მოაწერა, ცერემონიას, მხოლოდ ფოტოგრაფი და პირადი მცველი ესწრებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები