LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის სიურპრიზი თაყვანისმცემლებს – მომღერალმა ახალი დუეტი დააანონსა

199
j-lo-medicine-french-montana-94799

ყველასთვის მოულოდნელად, ჯენიფერ ლოპესმა ახალი სიმღერის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Medicine – ასე ჰქვია სინგლს, რომელიც French Montana-სთან დუეტია.

საინტერესოა, რომ სიახლის გარეკანისთვის ჯეი ლომ იმ ნიღბის ანალოგი მოირგო, რომლითაც სოციალური ქსელის ვარსკვლავი, ედმუნდო უერტა, ცნობილი როგორც დი მონდო, სხვადასხვა ფესტივალზე პოზირებდა.

ჯენიფერ ლოპესისა და French Montana-ს კოლაბორაცია, რომლის რელიზი 5 აპრილს შედგება, არტისტების რიგით მესამე თანამშრომლობა იქნება. 2014 წელს, ვარსკვლავურმა წყვილმა სინგლებზე: Same Girl და I Luh Ya Papi იმუშავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები