LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი კორონავირუსს მთებში გაექცნენ

223
safe-image

39 წლის მომღერლის, ჯასტინ ტიმბერლეიკის ირგვლივ, ბოლო პერიოდია, დიდი მითქმა-მოთქმაა. როგორც იცით, პაპარაცებმა ის თავის კოლეგასთან, საეჭვო ვითარებაში შენიშნეს, საბოლოოდ ჯასტინმა სახალხოდ ბოდიში მოიხადა და ყველაფერი ალკოჰოლს დააბრალა.

პაპარაცებმა ჯასტინ ტიმბერლეიკი ალიშა ვეინრაჰტთან ხელჩაკიდებული დააფიქსირეს (ფოტო/ვიდეო)

კადრები ახალ ორლეანში იქნა გადაღებული, სადაც ფილმის Palmer გადაღბები მიმდინარეობს, ფილმში მთავარ როლებს, სწორედ ჯასტინი და ალიშა ასრულებენ

ამ მომენეტიდან კი მისი და მისი მეუღლის, ჯესიკა ბილის ცხოვრებას ტაბლოიდები დიდი ყურადღებით აკვირდებიან. თუმცა, როგორც ჩანს, წყვილი ბედნიერია და გაუგებრობა წარსულს ჩაბარა.

ჯასტინმა „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ ცოლ-ქმარი კორონავირუსის პანდემიას მთებში გაექცნენ.

„აქ სოციალური დისტანციაა, იმედი მაქვს, რომ თქვენც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ხართ, ამ რთულ მომენტში, ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ“ – წერს ტიმბერლეიკი

https://www.instagram.com/p/B-KhhVNB98q/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები