LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ინსტაგრამს” ,,ქუიზების” სტიკერი დაემატა (ფოტო)

195
IG-Quiz-Stickers-002

,,ინსტაგრამს” ,,ქუიზების” სტიკერი დაემატა. სიახლის საშუალებით, ,,ინსტაგრამის” ,,სთორებში” შეკითხვის დასმა და აუდიტორიისთვის სავარაუდო პასუხების შეთავაზებაა შესაძლებელი.

სტიკერის გამოსაყენებლად მომხმარებელმა ,,ინსტაგრამის” ,,სთორების” მენიუ უნდა გახსნას, სადაც ,,ქუიზს” აირჩევს და შემდეგ სასურველ შეკითხვასა და სავარაუდო პასუხებს ჩაწერს. მომხმარებელი ორიდან ოთხამდე სავარაუდო პასუხის მითითებასა და სტიკერის ფერის შეცვლასაც შეძლებს.

ახალი ფუნქცია iOS-ისა და Android -ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები