LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე, ყველაზე…“ რეიტინგებით – ჰოლივუდის სასიყვარულო ინტრიგები

373
October 9, 2019, London, London, United Kingdom: Image licensed to i-Images Picture Agency. 09/10/2019. London, United Kingdom. Angelina Jolie arriving at the Maleficent: Mistress of Evil premiere in London. (Credit Image: © Stephen Lock/i-Images via ZUMA Press)

რიგითი ადამიანებისგან განსხვავებით, ცნობილი ჰოლივუდელები თითქმის ვერასდროს ახერხებენ საკუთარი ურთიერთობის დამალვას, რადგან ჭორებისა და ინტრიგების მოყვარულ პუბლიკას შემოქმედებაზე მეტად, სწორედ მათი რომანების განხილვა ხიბლავს. განსაკუთრებული ინტერესით ვარსკვლავების პირადი ცხოვრების მიმართ ამერიკელები გამოირჩევიან, რომელთაც მოწყენის საშუალებას ე.წ. ყვითელი პრესა არ აძლევს თავისი მრავალრიცხოვანი, ზოგჯერ აზრს მოკლებული „ყველაზე, ყველაზე…“ რეიტინგებით. სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა რეიტინგმა გააერთიანა ვარსკვლავების „სასიყვარულო სამკუთხედები“ და ყველაზე სკანდალური რომანები.

ბრედ პიტი, ანჯელინა ჯოლი და ჯენიფერ ენისტონი

მართალია, პიტის, ჯოლისა და ენისტონის „სასიყვარულო სამკუთხედს“ თავის დროზე მსოფლიო ბულვარული პრესა განიხილავდა და თითქოს დიდი ხანია ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ სკანდალების რეიტინგში მაინც დღემდე ლიდერობს, როგორც ჩანს, ბევრს არ ასვენებს ჰოლივუდის მთავარი მაცდუნებლის – ანჯელინა ჯოლის თავხედობა, რომელმაც პიტისა და ენისტონის 5-წლიანი ოჯახური იდილია დაანგრია. მართალია, წყვილმა არც ქორწინების შემდეგ აღიარა, რომ მათი ურთიერთობა ფილმის „მისტერ და მისის სმიტი“ გადასაღებ მოედანზე დაიყწო, მაგრამ ყოვლისმცოდნე პუბლიკა დარწმუნებულია, რომ სწორედ მაშინ აცდუნა ანჯელინამ საბრალო ბრედი, რადგან განქორწინების შსახებ პიტმა ფილმის ეკრანზე გამოსვლისთანავე განაცხადა. თუმცა, კიდევ ერთხელ გამართლდა გამოთქმა, რომ „სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აშენება შეუძლებელია“,  რადგან 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჰოლივუდის წყევლაზე პოპულარული წყვილიც სკანდალით დაშორდა ერთმანეთს.

ნიკოლ კიდმანი, ტომ კრუზი და ლენი კრავიცი

კრუზისა და კიდმანის რომანი ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო ფილმის „ჭექა-ქუხილის დღეები“ გადაღებაზე, მოგვიანებით წყვილმა ორი ბავშვი იშვილა, თუმცა 2001 წელს მაინც დაშორდნენ ერთმანეთს. მართალია, თავად კიდმანის განცხადებით, მეუღლის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, მაგრამ ინტრიგების მოყვარულ პრესას ამ შემთხვევაშიც აღმოაჩნდა „დამაჯერებელი“ ვერსია. როგორც გაირკვა, კიდმანი დიდხანს ღალატობდა მეუღლეს ბევრად მომხიბვლელ კრავიცთან, რის შესახებაც კრუზსს მისმა „საიენტოლოგმა ძმებმა“ აცნობეს. მართალია, კიდმანს დიდად არ განუცდია მეუღლესთან და მთელ მის სექტასთან დაშორება, მაგრამ ვერც კრავიცნათ ააწყო ურთიერთობა, თუმცა შეინარჩუნა მუსიკის სიყვარული და რამდენიმე წლის შემდეგ ავსტრალიელ მომღერალს კრის ურბანს გაჰყვა ცოლად.

მაიკ ტაისონი, რობინ გივენსი და ნაომი კემპბელი 

ცნობილმა მოკრივემ არა მხოლოდ ფანტასტიკური გამარჯვებებით, არამედ ფეთქებადი ხასიათითაც გაითქვა სახელი, ამიტომ მასთან ურთიერთობას მხოლოდ ისეთი თამამი ქალბატონები ბედავენ, როგორიც ცნობილი სკანდალისტი ნაომი კემპბელი ან თავად ტაისონის მეუღლე რობინ გივენსია. „სასიყვარულო სამკუთხედს“ არც ექსპანსია აკლდა, არც სკანდალები. პრესა ყოველთვის ენთუზიაზმით განიხილავდა ტაისონის და გივენსის ქორწინებას. ზოგი ამბობდა, თითქოს წყვილს საშინლად სძულდა ერთმანეთი, ზოგი გივენსს ადანაშაულებდა ანაგარებაში, რადგან მას მხოლოდ ტაისონის მილიონების ხელში ჩაგდება სურდა, ზოგი კი, ყველაფერს „შავ პანტერას“ აბრალებდა, რომელმაც ნებისმიერ ფასად გადაწყვიტა მორიგი „სათამაშოს“ ხელში ჩაგდება, თუმცა საბოლოოდ ტაისონმა არც ერთთან ისურვა დარჩენა, არც მეორესთან.