LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-ის ჩატბოტი Bard უკვე ხელმისაწვდომია

163
_128537813_gettyimages-1246745535

Google-ის ჩატბოტის გამოშვების შესახებ პირველად რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი. ახლა კი ირკვევა, რომ ის აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ის უკვე საჯაროდაა ხელმისაწვდომი. ამჯერად მის გამოცდას ფართო საზოგადოებაც შეძლებს. კომპანია ჩატბოტს ექსპერიმენტს უწოდებს. Bard-ზე კვლავ აქტიურად მუშაობენ, შესაბამისად, შესაძლოა, მისი გამოყენებისას რაიმე ხარვეზებმა იჩინონ თავი. ცნობისთვის, Bard მხოლოდ 18 წელს მიღწეულთათვის იქნება ხელმისაწვდომი.

ChatGPT  საყვარელი ჩატბოტი გახდა მილიონობით მომხმარებლისთვის. ისინი მას კითხვების უსვამენ და საინტერესო პასუხებსაც იღებენ. სწორედ ეს სისტემა უქმნის საფრთხეს Google-ს. მეტიც, მას იგივე ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება ინტერაქციითაც შეუძლია. დიალოგში შეიძლება ჩაშენდეს რეკლამაც, რაც საძიებო სისტემას აშკარად საფრთხეს უქმნის.

ChatGPT Google-ს ორ წელიწადში გაანადგურებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები