LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღმერთს ვესაუბრე, მან თქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“ – ლედი გაგა კორონავირუსის შესახებ განცხადებას ავრცელებს

97
89903215-10158396060394574-6062416616853864448-n

ლედი გაგამ  სოციალური ქსელის მეშვეობით კორონავირუსთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა. არტისტის აზრით, ასეთ რთულ სიტუაციაში, ყველაზე სწორი ნაბიჯი თვითიზოლაციაა.

„მე ვესაუბრე ექიმებსა და მეცნიერებს, ახლა ყველაზე სწორი ნაბიჯი თვითიზოლაცია და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებთან შეხვედრებისგან თავის შეკავებაა. ძალიან მინდა მშობლების და ბებიების ნახვა, მაგრამ ამით მათ საფრთხეს ვერ შევუქმნი, ამიტომ სახლში ვრჩები და დროს ძაღლებთან ვატარებ. ღმერთს ვესაუბრე, მან თქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს ლედი გაგა.

https://www.facebook.com/ladygaga/posts/10158396062499574

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები