LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვენსან კასელი მონიკა ბელუჩისთან და შვილებთან ერთად იტალიაში დააფიქსირეს

883
safe-image

მანამ, სანამ ვენსან კასელის მეუღლე, ტინა კუნაკი საბერძნეთის სანაპიროებს იპყრობს და მეგობრებთან და ძმასთან ერთად ისვენებს, ვენსან კასელი იტალიაში, მონიკა ბელუჩისთან და შვილებთან ერთად დააფიქსირეს.

საქმე ისაა, რომ იტალიაში „დოლჩე და გაბანას“ რეკლამისთვის გადაღებები მიმდინარეობს, სარეკლამო კამპანიის მთავარი გმირი კვლავ 15 წლის დევა გახდა, მის გასამხნევებლად  კი მშობლები, 53 წლის ვენსან კასელი და 55 წლის მონიკა ბელუჩი მივიდნენ.

აღსანიშნავია, რომ დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას მუზა უკვე მრავალი წლის განმავლობაში მონიკა ბელუჩი გახლავთ.

შეგახსენებთ, ვენსანმა და მონიკამ ერთმანეთი 1996 წელს, ფილმის „ბინა“ გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, 2013 წელს კი განქორწინების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს, მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები