LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნიკოლ კიდმანმა და კიტ ურბანმა ქორწინების 14 წლის იუბილეს მოკრძალებულად აღნიშნეს

185
safe-image

მაისი და ივნისი ქორწილების თვეებია, ყოველ შემთხვევაში ჰოლივუდში ნამდვილად ასეა.  ბოლო პერიოდში, ჩვენ უამრავი ქორწინების იუბილეს მომსწრე გავხდით. სილვესტერ სტალონემ და ჯენიფერ ფლავინმა ქორწინების 25 წელი აღნიშნეს, სარა ჯესიკა პარკერმა და მეთიუ ბროდერიკმა კი 23-ე იუბილე იზეიმეს.

„ჩემო პატარა, ჩვენ დიდი გზა გავიარეთ“ - სარა ჯესიკა პარკერმა და მეთიუ ბროდერიკმა ქორწინების 23-ე იუბილე აღნიშნეს

55 წლის სარა ჯესიკა პარკერსა და 58 წლის მეთიუ ბროდერიკს სამი შვილი, 17 წლის ვაჟი და 10 წლის ტყუპი ქალიშვილები ჰყავთ

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ნიკოლ კიდმანსა და კიტ ურბანს ქორწინების მე-14 იუბილე აქვთ. წყვილი მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ისინი გაფე Ferrarini-დან გამოდიოდნენ. ნიკოლს თეთრი პიჯაკი და ჭილოფის ქუდი ამშვენებდა, კიტს კი ჭრელი მაისური და ჯინსის ქურთუკი ეცვა.

შეგახსენებთ კიდმანი და ურბანი ორ ქალიშვილს ზრდიან.