LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლედი გაგა ჩვეულ იმიჯს დაუბრუნდა, არტისტი ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს

483
page

35 წლის პოპ-ვარსკვლავი, ლედი გაგა ეპატაჟური ჩაცმულობით გამოირჩევა, თუმცა ბოლო პერიოდში არტისტმა ჩვეულ  სტილს უღალატა და კომფორტულ ტანისამოსზე შეაჩერა არჩევანი.  როგორც ცნობილია, იტალიაში მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ რიდლი სკოტმა კრიმინალურ დრამა „გუჩის სახლი“ გადაიღო, სადაც ერთ-ერთი მთავარ როლი გაგამ შეასრულა. ჩვენ არაერთი დახვეწილი იმიჯი ვიხილეთ, რომელიც არტისტმა მოირგო.

ლეგენდარული ალ პაჩინო და ლედი გაგა – უახლესი ფოტოები „გუჩის სახლის“ გადასაღები მოედნიდან

ლედი გაგას კლასიკური და დახვეწილი სტილი „გუჩის სახლის“ გადაღებებზე – უახლესი ფოტოები

როგორც ჩანს, „მონსტრების დედას“ მობეზრდა კლასიკური ტანისამოსი და ჩვეულ სტილს დაუბრუნდა. არტისტი ახლახანს ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს, მას სხეულზე მომდგარი, შავი კაბა ამშვენებდა და 23 სანტიმეტრიანი ფეხსაცმელი ეცვა. საოცარია, როგორი ოსტატობით გადაადგილდებოდა უცნაურ ფეხსაცმელზე ამხედრებული ვარსკვლავი ქუჩებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები