LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯონი დეპმა სოციალური დისტანცია დაარღვია და თაყვანისმცემელს მხურვალედ ჩაეხუტა

116
safe-image

ჯონი დეპი იმ ჰოლივუდელ ვარსკვლავთაგანია, რომელსაც ულევი თაყვანისმცემელი ჰყავს და თავადაც მათ მიმართ სითბოს მუდმივად გამოხატვას. ყველას კარგად გვახსოვს, 2017 წელს მსახიობი ჯეკ ბეღურას ფორმაში ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრა და პაციენტებთან 5 საათი გაატარა. ამ ფაქტმა საზოგადოება აღაფრთოვანა და ის ყველაზე კეთილ მსახიობად შერაცხეს.

ჯონი დეპი ჯეკ ბეღურას ფორმაში ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრა (ფოტო)

სულ ცოტა ხნის წინ, 57 წლის ჯონი დეპი პაპარაცებმა ციურიხის აეროპორტში შენიშნეს. ინდივიდუალური ჩაცმის სტილის მქონე და მუდამ ელეგანტური მსახიობი სიგარასაც მომხიბვლელად ეწეოდა. უეცრად, მასთან თაყვანისმცემელი მივიდა და ავტოგრაფი სთხოვა. დეპმაც სოციალური დისტანცია დაარღვია, გულშემატკივარს მხურვალედ ჩაეხუტა, მასთან ერთად ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფიც მისცა.

 

 

 

 

 

 

დეპი საოცარ ფორმაში იყოს, მას კრემისფერი ქუდი და ზოლიანი პიჯაკი ეცვა, კისერზე ორმაგი შარფი ჰქონდა მოხვეული, ხელზე კი ტრადიციულად უამრავი ბეჭედი ეკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები