LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯოან როულინგმა თავისი ბავშვობის სახლი იყიდა, რომელიც მისთვის ,,ჰარი პოტერის” დაწერის ინსპირაციად იქცა

275
93456021-539192166800850-3549789469416620032-n (1)

ლეგენდარული „ჰარი პოტერის“ წიგნების ავტორმა, ჯოან როულინგმა ის სახლი შეიძინა, რომელშიც ბავშვობის წლები გაატარა და რომელიც მისთვის, „ჰარი პოტერის“ დაწერის ინსპირაციად იქცა. ამ სახლში მწერალი 9-დან 18 წლამდე ცხოვრობდა. სახლის კედლებს კვლავაც შემორჩენია ავტორის წარწერა: „აქ ეძინა ჯოან როულინგს 1982 წელს“. როულინგმა სახლში 400 000 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

შეგახსენებთ, ჯოან როულინგის მიერ დაწერილი  წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. 2004 წელს ჟურნალმა „ფორბსმა“ მისი ქონება  1 მილიარდ დოლარად შეაფასა. ის პირველი ქალია, რომელმაც წიგნების წერით ამხელა შემოსავალი  მოიპოვა.

დღესდღეობით „ჰარი პოტერი“ „გლობალური ბრენდია“, შეფასებული 15 მილიარდ დოლარად. სერიის უკანასკნელმა ოთხმა წიგნმა თანმიმდევრულად დაამყარა რეკორდი, როგორც მთელ ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადმა წიგნებმა. წიგნები 65 ენაზეა ნათარგმნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები