LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯარედ ლეტოს და ვალერია კაუფმანის იშვიათი გამოჩენა

359
safe-image

48 წლის მსახიობი, ჯარედ ლეტო პაპარაცების ობიექტივში იშვიათად ჩნდება, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, ის მაინც დააფიქსირეს. ლეტო უქმეებს 26 წლის შეყვარებულთან, მოდელთან, ვალერია კაუფმანთან ატარებდა. წყვილი ლოს-ანჯელესში, კლდეზე ცოცვით იყო დაკავებული.

მსახიობს North Face-ის სპორტულები ეცვა, ვალერიას კი „ჟივანშის“ შარვალი და ღია ფეხსაცმელი. ინსაიდერის განცხადებით, 48 წლის ჯარედ ლეტო კაუფმანთან ურთიერთობის დაკანონებაზე სერიოზულად ფიქრობს,  მან ვალერია დედასაც გააცნო.

შეგახსენებთ, ჯარედ ლეტო პირად ცხოვრებას არასდრის ასაჯაროვებს, თუმცა, მისი ვარსკვლავური რომანები მაინც ცნობილია. მსახიობი და მუსიკოსი ისეთ ქალბატონებს ხვდებოდა როგორებიც სკარლეტ იოჰანსონი, ქემერონ დიასი, ეშლი ოლსონი და პერის ჰილტონი არიან.

რაც შეეხება ლეტოს სამსახიობო კარიერას, სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის ახალ ბიოგრაფიულ ფილმში, ამერიკელი არტისტისა და პროდიუსერის, ენდი უორჰოლის როლს შეასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები