LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იგივე ტანისამოსი და ახალი ვარცხნილობა – კიანუ რივზის დილის ტრადიციული ამბორი

276
safe-image

„მატრიცას“ მე-4 ნაწილის გადაღებები, როგორც ცნობილია ბერლინში მიმდინარეობს, სადაც 56 წლის კიანუ რივზი და მისი შეყვარებული, 47 წლის ალექსანდრა გრანტი ერთად იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა მსახიობი სამსახურისკენ მიმავალი დააფიქსირეს. ის ალექსანდრას მანქანიდან გადმოდოდა და მას კოცნიდა.

ფოტო: გამოსამშვიდობებელი ამბორი და ყურებამდე შეყვარებული კიანუ რივზი

56 წლის წლის კიანუს ყოველდღიური ტანისამოსი ეცვა. მან არჩევანი შავ პიჯაკსა და ჯინსის შარვაზე შეაჩერა, ფეხზე კი ყავისფერი ბათინკები ეცვა

სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ახალი ფოტოები გავრცელდა. რივზს იგივე ტანისამოსი, პიჯაკი, შარვალი და ბათინკები აცვია, ის გრანტს კვლავ კოცნის, განსხვავება მხოლოდ ერთია, კიანუს ახალი ვარცხნილობა აქვს, ვარსკვლავმა თმა შეიჭრა და წვერი გაიპარსა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები