LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ადელის 32-ე დაბადების დღე და კიდევ უფრო გამხდარი და დახვეწილი ვარსკვლავი

369
safe-image

ადელის წონაში კლების საოცარ შედეგებზე უკვე ბევრჯერ დაიწერა და მისი დიეტის დეტალებიც გასაჯაროვდა. თუმცა, მომღრლის ახლანდელმა ფოტომ მისი „ინსტაგრამ“-გამომომწერები კიდევ ერთხელ გააოცა. 5 მაისს მომღერალს 32 წელი შეუსრულდა. ადელმა „ინსტაგრამზე“ თაყვანიმცემლებს მიმართა და საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალ ფოტოებსა და ვიდეოში ადელი კიდევ უფრო გამხდარი და საოცრად დახვეწილია.

შოკისმომგვრელად გამხდარი ადელის ლუქი მეგობრის ქორწილში (ფოტო)

ბრიტანელი მომღერალი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ჭრელ ქვედაბოლოში, თეთრ ზედასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში. ანსამბლს კი შლაპა ვუალით ასრულებდა.

„დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, რაც ჩემს მიმართ გაკავშირებთ, იმედია ასეთ გიჟურ და უცნაურ პერიოდში უსაფრთხოდ ხართ. მინდა ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც პანდემიას ებრძვის“, – დაწერა ადელმა.

ვარსკვლავს შავი, მოკლე კაბა ეცვა და საოცრად გამოიყურებოდა.

https://www.instagram.com/p/B_1VGc5AsoZ/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები