LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook, Instagram და WhatsApp შეფერხებით მუშაობს

429
sooociiiiiiiiiiiiiiiii

მომხმარებლების ნაწილი ამჟამად ფეისბუქის სრულყოფილად გამოყენებას ვერ ახერხებს. 3 ივლისის შემდეგ, Facebook დღესაც შეფერხებით მუშაობს.

თუ დაახლოებით 2 კვირის წინ შეფერხება სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოების გახსნას უკავშირდებოდა, დღეისათვის, ინტერნეტმისამართ Facebook.com-ზე შესვლაც კი პრობლემაა.

შეფერხებით მუშაობს ფეისბუქის მფლობელობაში არსებული ორი გლობალური სოციალური ქსელიც – Instagram და WhatsApp.

აღსანიშნავია, რომ Down Detector-ის ცნობით, სოციალური ქსელის მუშაობის პრობლემა ევროპის კონტინენტზე, საქართველოს, საბერძნეთის, უნგრეთისა და თურქეთის ტერიტორიებზე ფიქსირდება.

ჯერჯერობით ხარვეზების მიზეზი უცნობია. ასევე უცნობია თუ როდის შევძლებთ სოციალური ქსელით სარგებლობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები