LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი სული მქონდა, როდის ვაკოცებდი“ – ველ კილმერი ანჯელინა ჯოლის შესახებ

956
safe-image

60 წლის მსახიობი ველ კილმერი, რომ უამრავი ჰოლივუდური რომანითაა ცნობილი, ეს სიახლეს არ წარმოადგენს.

„საუკეთესო მსროლელის“ ვარსკვლავმა თავის მემუარებში ანჯელინა ჯოლისთან პირველი შეხვედრა გაიხსენა, რომელიც „ალექსანდრეს“ გადაღებებზე შედგა, ბრედ პიტთან რომანის დაწყებამდე, ზუსტად ერთი წლით ადრე.

კილმერმა აღნიშნა, რომ ანჯელინამ ის ერთფეროვნებისგან იხსნა და რომ ის ყველასგან გამორჩეული ქალია და სხვა ჰოლივუდელ ვარსკვლავებს არაფრით ჰგავს. მისი აზრით, ჯოლი მეტად ბრძენი, მეტად ღრმა და დრამატული პიროვნებაა, რომელშიც საოცარი მაგიაა. მსახიობმა აღნიშნა, რომ მას კვირეები დასჭირდა იმისთვის, რომ ანჯელინასთვის გაეგო.

„ერთი სული მქონდა, როდის ვაკოცებდი, სულ ამაზე ვფიქრობდი“, – განაცხადა მსახიობმა.

თუმცა, როგორც ჩანს, ველ კილმერს ანჯელინას სითბო ვერ ეღირსა, ჯოლიმ სულ მალე ბრედ პიტი „მისტერ და მისის სმიტების“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო და მოვლენებიც ელვის სისწრაფით განვითარდა.

შეგახსენებთ, ველ კილმერი 80-90-იანი წლების სექს-სიმბოლოდ ითვლება, მის ანგარიშზეა რომანები ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც დერილ ჰანა,  სინდი კროუფორდი, მიშლ პფაიფერი, დრიუ ბერიმორი, შერი და პერის ჰილტონი არიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები