LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ემის“ 2020-ის ნომინანტთა სია ცნობილია

212
emmys-2020-los-angeles-area

28 ივლისს, „ემის“ რიგით 72-ე დაჯილდოების ნომინანტების სია გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ „ნეტფლიქსმა“ ტელეარხებსა და სტრიმინგებს შორის ყველაზე მეტი, 160 ნომინაცია მოიპოვა.

რაც შეეხება კონკრეტულად სერიალებს,  დრამატული სერიალის კატეგორიებში „ნეტფლიქსის“ „ოზარკი“ და HBO-ს „მემკვიდრეობა“ ლიდერობენ, ორივეს 18 ნომინაცია მიენიჭა, მათ 15 ნომინაციით „მანდალორელი“ და „შითს ქრიკი“ მოსდევთ,  კომედიურ ჟანრში  20 ნომინაცია „ამაზონის“ საოცარი მისის მეიზელმა“ მოიპოვა.

ემის 72-ე დაჯილდოება, 20 სექტემბერს ABC-ზე გაიმართება, მისი წამყვანი  ჯიმი კიმელი იქნება.

ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო დრამატული სერიალი

  • უმჯობესია დაურეკოთ სოლს (AMC)
  • გვირგვინი(Netflix)
  • მხევლის წიგნი (Hulu)
  • ევას მკვლელობისას (BBC America/AMC)
  • მანდალორელი (Disney Plus)
  • ოზარკი (Netflix)
  • უცნაური ამბები (Netflix)
  • მემკვიდრეობა (HBO)

საუკეთესო კომედიური სერიალი

  • შეაჩერე შენი ენთუზიაზმი (HBO)
  • ჩემთვის მკვდარი (Netflix)
  • კარგი ადგილი (NBC)
  • თეთრი ყვავი(HBO)
  • კამინსკის მეთოდი (Netflix)
  • საოცარი მისის მეიზელი(Amazon Prime Video)
  • შითს ქრიკი(Pop TV)
  • რას ვაკეთებთ სიბნელეში (FX)

საუკეთესო კაცი მსახიობი დრამატულ სერიალში

  • ჯეისონ ბეიტმანი (ოზარკი)
  • სტერლინგ კ. ბრაუნი (ეს ჩვენ ვართ)
  • სტივ კარელი (დილის შოუ)
  • ბრაიან კოქსი (მემკვიდრეობა)
  • ბილი პორტერი (პოზა)
  • ჯერემი სტრონგი (მემკვიდრეობა)

საუკეთესო ქალი მსახიობი დრამატულ სერიალში

  • ჯენიფერ ენისტონი (დილის შოუ)
  • ოლივია კოლმანი (გვირგვინი)
  • ჯოდი კომერი (ევას მკვლელობისას)
  • ლორა ლინი (ოზარკი)
  • სანდრა ოუ (ევას მკვლელობისას)
  • ზენდეია (ეიფორია)
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები